* * *

 

სახლის სახურავის კიდეზე და

სახლის სახურავის ციცაბოზე,

გაივლის კაცი, ახლა იმ კაცს

მე რომ ვუყვარვარ

სხვა დარდი არ აქვს.

სახლის სახურავის  კიდიდან და

სახლის სახურავის ციცაბოდან

მოწყდება მზერა ახლა იმ კაცს

მე რომ ვუყვარვარ

სხვა დარდი არ აქვს

სახლის სახურავის კიდემდე და

სახლის სახურავის ციცაბომდე

ვიზრდები უმალ

იმ კაცისთვის მე რომ ვუყვარვარ,

სხვა დარდი არ მაქვს

და ახლოს არის სამღერეთი,

ბევრეთი, მთები ,

სამი დის გამო, იქ დავრჩებით

და იქ მოვკვდებით,

ხრამის ხეობის პატრონია,

ჩემი პატრონი.

ქალაქს გავშორდით,

ყარყატივით ბუდეს ვიკეთებთ,

და ფრენას ვსწავლობთ…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11