*

– მე თქვენი დედა მოვტყან, თქვენი! – სამივეს სახეში მიაგინა.

– კაი რა, დავიდიჩ, დედას ნუ გვაგინებ რა… რეები უწერია, გიჟია ტოო… რა შემწვარი ღვიძლი… რა გადავაგდოთ…

– ხმა ჩაიგდე, შე ყვერო შენა, ვერ წაიკითხე ხო, რას წერდა? კითხვაც არ იცი ხო, შე ჩლუნგოო…- ღმუოდა დავიდიჩი გამწარებული, – მართლა გასაყრელები ხართ და აი, რო მოვა ახალი მთავრობა ეგრევე თქვენ საკითხს დავაყენებ.

– ეეე?- გაიკვირვა სამივემ და ერთმანეთს გადახედეს.

– რა, ეეე? ჯერ ისევ თქვენი უფროსი ვარ, ეეე! რამე ხო არ გეშლებათ, ბიჭო? ვინმეს რო წაეკითხა, ხო მოგვიტყნავდნენ დედის ტრაკს… კიდე კაი რო მე მოვედი დროზე… ვინმეს შემთხვევით ხო არ წაუკითხავს?

უარის ნიშნად სამივემ ერთდროულად გაიქნია თავი.

– რავი, დავიდიჩ, ერთი კვირაა ამ გამოყლეებულების რევოლუციის გამო არ მიძინია… გუშინ ეტყობა ჩამეძინა და…

– როგორ გააჯმეინეს, ტოო… ჩაი როგორ დალია იმ ჩემისამ… რას ურტყამდნენ ერთმანეთს… ისე, ცოტა ხანში მაყუთებს გააიასნებენ და დალაგდება ყველაფერი… ყველას უნდა ჭამა… ბლიად, ყველას… პროსტა ესენი როდის გაძღებიან, ტოო?!

-ჰე, ბიჭო, ჩაიგდე ხმა… დამაცადე ჩავამთავრო.

*

“… თავის ქალაზე ტყვიას მიდუღება არ აცალეს და ისევ „ბაგაჟნიკში“… კი არადა საბარგულში აღმოვჩნდი… ამ ნჯღრევაში, მიდუღებელი ტყვია თავის ქალას მოძვრა, ჩამოვარდა და ზედ ტვინზე დამეცა, აუ, ესეც რა მტკივნეულია… ბავშვობაში ხო გიოცნებიათ, ცოტა ხანი მომკვდარიყავით და დაგენახათ როგორ განიცდიან უთქვენობას… მე დაჟე მიტირია… ჰოდა, აჰა… ნეტა ვინ იტირებს… ჩემი ცოლი? კი, იტირებს… დედაჩემიც… ნინჩოც, რამე რო იყოს… მოადგილის ცოლს მააგრა გაუსწორდება, ხო მაინც ეშინია რო გაუბაზრებ და… ეგრევე დავინახე, მთელი ტელევიზია როგორ დალაგდება პანაშვიდზე, ის დედამოტყნული ნიუსების შეფი, თავის „იაზვა“ ცოლით და იმისი მოადგილე თავისი ბოზუკა ცოლით თავში ჩაუდგებიან ჟურნალისტების კოლონას, ჟურნალისტები კიდე, ვითომ ეჩქარებათ, ხელში ტექსტები ეჭირებათ და თან წრეს დაარტყამენ და თან ნიუსების ტექსტებს იდუდღუნებენ… ისე, იმდენი ფული შეგროვდება, ერთი წელი კი გადამიხდიდა ამ კრედიტს და ის დაკუნთული ბანკის ოფიცერიც დაოკდებოდა…“

*

– ბიჭო, სად არი მართლა… ხო ცოცხალია?

– რავი ბოლოს იყო და…

– ჩაეთრიე და ამოიყვანე ეხლა… ისა, ერთი წუთი, მოდი აქ… ახლო… ძალიან ჩუმად ჰკითხე აურელიანო ბუენდია ვინ არი… ვინმე ისეთი არ იყოს, დიპლომატიური სირობა არ მოგვივიდეს, ხო იცი რა დროა… და ეგრევე ჩუმად მითხარი… და ხელი არ დაარტყა, იმდენი პატრონები ყავს და ისეთები, ყვერებს დაგვაჭრიან ქალაქის ცენტრში.

– იმას, ტო?

-ჰო, ჰოო… იმას, ტოო?! – ან ტელევიზორს არ უყურებთ, ან რავი… იცი ვინ არი ცოლი? ნინო როა… ფუ, რა გვარია, აი, ის გადაცემა, რო მიყავს ყველას რო აჯმევინებს, ამ სირ პოლიტიკოსებს…

-ვახ შენი… რაღა ამას ვეტაკეთ, ტოო?!- გადახედეს ერთმანეთს.

-აუ, მოგიტყანთ კეთილები… გითხარით ხო, რო თავი დავანებოთო… არა, გაერთეთ ხო?- აბუზღუნდა ყველაზე დიდი და წვრილხმიანი.

-გაერთეთ… გაერთეთ… ფუ, თქვენი- გამოაჯავრა უფროსმა ოპერს- რა სირები ხართ, თქვენ თუ გგონიათ, რამე პასუხისმგებლობას ავიღებ, მოგაწმინდავთ ხელებს…

-დავიდიჩ?!?! ჩვენც ხო ყველაფერში გიდგავართ გვერდზე, – ნაწყენი და ჩასაფრებული ხმით ამოიხავლეს ოპერებმა.

-დავიდიჩ კი არა.. რა, არა ხართ ღირსები?… დამამთავრებინეთ ეხლა- მოლბა დავიდიჩი.

*

“… ჰოდა მოვკვდი, მორჩა… ვინც განსაჯე, იმან განგსაჯა, ოო, ეს რა შუაშია, რა სიტყვებით ლაპარაკობ… კი არადა, ფიქრობ… ისე, რო იცოდე მკვდრები არც ფიქრობენ, არც ლაპარაკობენ… ნეტა სად გადამაგდეს?… 40 დღე სული ტრიალებსო, ტრიალებს არა, ის… თორე ხო მეცოდინებოდა სად გადამაგდეს… აუუ, თავში ის ტყვიის „შარიკი“… კი არადა ბურთულა, როგორ რაკუნობს ეეე, სათამაშოში რო ნაწილი ჩატყდება, რო ვერც ამოგაქ და რო რაკუნობს და გარეგნულად რო არაფერი ეტყობა, მაგრამ რო იცი, რო შიგნიდან უკვე გაფუჭდა… მკვდარიც კია უკვე და ნერვები გეშლება… აი, ეგრე ვარ გაფუჭებული სათამაშოსავით…“

*

– გამარჯობა!

– გამარჯობა!

ოთახში ვინც შემაცილა, იმის გარდა კიდევ სამნი იყვნენ, სამივე წუხანდელი იყო, პირველმა რომ დამარტყა, ის ვიცანი, ბოროტთვალებიანი, რომელმა მესროლა არც მახსოვდა და ვერც გავიხსენებ ვერასდროს, ალბათ შიშმა იცის. “აღარდამთავრდაც“ აქ იყო და ყველაზე შეშინებული ჩანდა. კეთილი, რომელიც საჭესთან იჯდა, დაბოღმილი მიყურებდა, მგონი, ბოდიში უნდა მოვუხადო. მეოთხე, სამხედროქურთუკიანი არ ჩანდა და კიდევ ერთი, მაგიდასთან, ამათი უფროსია ალბათ. სანდომიანი გარეგნობა აქვს უფროსს, აი, ბიძია რომ გყავს კეთილი,- მამისძმა ან დედისძმა და მამის ან დედის აგრესიისგან რომ გიცავს ყოველთვის და მესაიდუმლე როა, პირველად ის რომ წაგიყვანს ბოზებში, პირველად რო დაგალევინებს და მერე მოგაწევინებს კიდეც… და თუ ძალიან კეთილია და ძალიან მესაიდუმლე, შეიძლება უფრო სერიოზული გართობაც კი გიწილადოს, გიწილადოს კი არა, შეგსვას კიდეც… აი, დედა და მამა რომ დაგსჯიან რაიმეს დაშავებისთვის და ის რომ, მაინც შენკენ არის, გრყვნის, აი, ესეთი კეთილი ბიძიას გარეგნობა ჰქონდა. მისი პროფესიისთვის უცნაური მაღალი შუბლითა და ღრმად ჩამჯდარი თვალებით.

კაბინეტში ცოტა ცივა, ელექტროგამათბობელი დგას, შევატყე, ბოლომდე იყო აწეული ტემპერატურე, მაინც ქურთუკებში ზიან. ყველას ტყავის ქურთუკი აცვია, შიგნიდან ბეწვით. მაგიდასთან მჯდომ ამათ უფროსს თბილი ამობრუნებულტყავიანი ქურქი აცვია,- ”დუბლიონკა”. კი არ აცვია, მხრებზე აქვს მოხურული.

– აი, დავიდიჩ, ჯანმრთელია ეს პატივცემული ადამიანი – გაკვირვებით შევხედე, – რა გაკუება… რა შემწვარი ღვიძლი… რა ტყვიის შარიკი… საღ-სალამათი ჯანმრთელი…

– აი, ხო ხედავ, შეგძლებია გინების გარეშე, – მივხედე ჩემს გიდს, რომელიც, სარდაფის პატარა კამერიდან რომ მოვყავდი, გზადაგზა თბილად მიხსნიდა, სად რა იყო პოლიციაში. მივხვდი რაღაც საინტერსო ხდებოდა, სავარაუდოდ, ნინჩომ ჩართო მძიმე სატელევიზიო არტილერია, თორემ, წუხელ ჩვენებას რომ მაწერინებდა, წინ მეჯდა, მაგიდაზე ბანჯგვლიანი ტორები ედო და იმხელა თითებს არახუნებდა, თავზემოთ მცდებოდა. ორჯერ მსუბუქად წამარტყა, იმისთვის მსუბუქად, თორე… მერე ჩაეძინა… პერიოდულად ეღვიძებოდა, დამინახავდა, ისევ ვწერ და დედას მაგინებდა, რამდენს წერ შენი შოთა რუსთაველი დედა მოვტყანო, არ აგდებ ხო „რუჩკას“, აკი არ გევასებით ძაღლებიო?…

– ბიჭოო!! – ღრენით ჩაახშო მაღალშუბლიანმა უფროსმა დავიდიჩმა ქვეშევრდომის ჩემდამი დაუოკებელი აგრესია, – გამიგე რაც გითხარი? – მერე მე მომიბრუნდა,- დაბრძანდით… აი, აქ, მაგიდასთან გავისაუბროთ, მოვილაპარაკოთ… შევთანხმდეთ… ადამიანები ვართ, რა არ ხდება, – ოთახში მყოფები დაიბნენ. შიში თუ არა, სიფრთხილე მაინც დავინახე თვალებში.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10