ბესო სოლომანაშვილი
ბესო სოლომანაშვილი

ბესო სოლომანაშვილი დაიბადა 1964 წელს თბილისში. პროფესიით მხატვრული კინოს რეჟისორია. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, რომლებიც სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულები: „კონტრაბანდისტები“, „ზამორა“, „რეისი ლონდონი-ზუზუმბო“, არის პენმარათონის სამგზის პრიზიორი და სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ნომინანტი.