დღეს 2003 წლის 24 ნოემბერია, გუშინ გიორგობა იყო, ქვეყანა შეიცვალა, ეს დედა მოტყნული, და მე არაფერი მეშველა, ბლიად. რა სირობაში აღმოვჩნდი. გუშინაც კი ჩემთვის მოიცალა ბედმა. ბედმა კი არა, უბედობამ. დილას აღმოვაჩინე, რო, ძლივს შეგროვებული, ბანკში შესატანი 800 დოლარი ჩემ გერს მოუპარია და წაუღია. მთელი 800 დოლარი, დედას შევეცი, თავის მოკვლა მინდოდა, გული მიგრძნობდა რა, წინა ღამეს ცოლთან გავმაზე და… არ ამიდგა, ციოდა და… სად არი მაგდენი ფული გაზით ან ელექტროპლიტით გავათბო სახლი. ნავთის კერასინკას ვერ აანთებ, ხრჩოლავს და დაავადდნენ ბავშვები. მერე გამოყლეებული სიზმრები ვნახე და აჰა, – ამიხდა. ჩემ ცოლს სულ დედის ტრაკი ვაგინე, თან მეორე ოთახში სიდედრს ეძინა და უფრო გულიანად ვიგინებოდი. ბავშვები იმასთან იყვნენ შეყუჟულები, შეეშინდათ, აბღავლდნენ, ტირილის ხმა რო გავიგე, კიდე უფრო გადავირიე და გავარდი სამსახურში.

დერეფანში, სამზარეულოდან გამოვარდნილი ნავთის სუნი მეტაკა, დენი ერთ საათში წავიდოდა, ცოლი თან საჭმელს აკეთებდა, თან რეცხავდა,- უნდა მოესწრო ყველაფერი, ყურადღება არ მოუქცევია, არა მომაქცია, მაგრამ პასუხის დრო არ ჰქონდა.

მოვკლავ იმ დედამოტყნულ ჩემ გერს, არ მოვიდეს სახლში, თორე მართლა მოვკლავ-მეთქი, ისეთი მივაჯახუნე კარი, ცხრასართულიან კორპუსში, სულ ცოტა ორბალიანმა მაინც ჩაასვრევინა მეზობლებს.

ლიფტი ორი დღეა გაფუჭებულია, წუხელ ვიღაცეები ამოდიოდნენ, დენი წავიდა და გაიჭედნენ. გამოყვანისას გააფუჭეს, ცხრა სართული სულ გინებ- გინებით ჩავირბინე.

მემონტაჟე ვარ ტელევიზიაში და საინფორმაციო სირობებს ვამონტაჟებ. მაგრა არ ვევასები ნიუსების შეფს. რატო დავევასები? ნინჩოზე აბოდებს, ანძრევს ისე ევასება და იმასაც მე ვტყნავ,- ხო ვარ იდიოტი? – ვარ. იმ შეფის ცოლი იქვე მუშაობს და ხმამაღლა ხო ვერ გამიტრაკებს, მეც არ ვიმჩნევ და რატო ამიტანს? ერთი სული აქ, რამეში ძაან ჩავიჯვა, რო გამაგდოს, მაგრამ კაი მემონტაჟე ვარ და ვერ მელევა. ბებია მაგისამ, გავარტყი ნიუსების სიუჟეტების მემონტაჟეობას. არადა, დიდი „კინოშნიკი“ მინდოდა გამოვსულიყავი და გამოსირებული „ტელევიზიონშიკი“ გამოვედი. მაგარი უიღბლო ტიპი ვარ, ეს დედააფეთქებული. ერთადერთი კარგი, რაც ამ ტელევიზიას აქ, – სითბოა, შუქი სულ არი და სტაბილური ხელფასი. მგონი, ამ ნიუსების შეფს წუხელ ავუსრულე ოცნება, დღეს გავიგებ წესით, თუ გამოვძვერი აქედან. ხო, იმას ვამბობდი, – მივედი ტელევიზიაში, დაცანცარებენ ეს ჟურნალისტები, გონიათ მათზეა ყველაფერი დამოკიდებული,- დარბიან საქმიანი სიფათებით. იმაზე მეცინება ხოლმე, გზადაგზა რო კითხულობენ ტექსტს, რო იმეორებენ, ვითომ ისე გვეჩქარება, წუთი არ გვაქ დრო გასაჩერებლადო. ყველას ჩემთან მუშაობა უნდა… ეხლაც ამიწიკვინდნენ, დავაგვიანე და… რა იციან, რა სირობაში ვარ, ის ფული მალე თუ არ შევაგროვე, ერთ თვეში სახლს გამიყიდის დედამოტყნული ბანკი. ტყუილად ვეძველბიჭე იმ კრედიტოფიცერს, – ადრეც გავიჭედე, მაშინაც მიყიდიდნენ ბინას- გადამივადე სესხი-მეთქი, არაო,- უფროსობა უფლებას არ მაძლევსო. კაითქო- მიდი, გამიყიდე, მკიდია-მეთქი, ოღონდ, იცოდე იარაღს ვიშოვი და კი არ მოგკლავ, დაგასახიჩრებთქო. ციხეში მე მაგარ პატივისცემაში ვიქნები, ჰა-ჰა, ხუთ წელიწადში გამოვალ. შენი დედამოტყნული, გაუმაძღარი ბანკის დირექტორი კანარებზე იქნება, შენ კიდე რა დაგრჩება,- ინვალიდის „კალიასკათქო“, გაჭრა, მოახერხა გადავადება. იმას ვწერდი, რო ძაან არეულობაა ამ ტელევიზიაში, ჟურნალისტების რიგი მიდგას, მე კიდე, მაგარ ძღნერ ხასიათზე ვარ. თან მახსენდება, რო არ ამიდგა, თან მოკვლა მინდა ჩემი გერის. თენგიზამ შემატყო, მოგაწევინებო და დილიდან ტრუხა პლანი მოვწიე, არაფერი აღარ მინდა ეს დედამოტყნული. არა,- მშია, თან მაგრა. კაპიკი არ მიდევს ჯიბეში. ვერც ბუფეტში ჩავდივარ, იმდენი ნისია მაქ, დააჭერინებს, რო დამინახოს რობერტა ბუფეტჩიკმა. ეს ნინჩოც არ ჩანს,- მაჭმევდა. არც თენგიზას აქ ფული, დანარჩენი სირები არიან,- ვერაფერს გააგდებინებ. შემოვიდა ეს ნაკომკავშირალი ახვარი, შეფის მოადგილე, შენი იმედი მაქო, და მე რო დაბალი ხელფასი მაქ მეთქი? ხო ხედავ, რა მდგომარეობაა, ეს რევოლუცია გადავაგოროთ და მერე მოგხედავო. ამისი ცოლიც აქ მუშაობს. გემრიელი სატყნავია. ერთხელ კორპორატიულზე „მეზასავა“, რო იცოდეს ამ სირმა? შეილება იცის და იმიტო არ მიმატებს ხელფასს. ის დროა, მაგრა იქოქება ამბავი, მთელი ქვეყანა ქუჩაშია გამოყრილი. თავისუფლებას ითხოვენ- მოგიტყანთ თავისუფლება! იცოდნენ მაინც რა არი? მე სუ მკიდია. ისევ ისეთი ნაგავი იქნება. ხალხს ხო ვერ გამოცვლი ამ ქვეყანაში- რევოლუცია რას უშველის. მოდიან და მოდიან ცანცარა ჟურნალისტები, ხან დროშებით მორბენალ, დაგოიმებულებზე ვაკეთებ სიუჟეტს, ხან სკამებზე დაგეშილ ტურებზე, სულ ყველა რევოლუციაზე- ამის დედა ვატირე, მერამდენჯერ უნდა დაიწყოს ამ დედანატირებ ქვეყანაში ახალი ცხოვრება…. სამჯერ შემოიხედა იმ შეფმა, აბა, თქვენ იცითო, ნინჩოს ეძებდა ეს ნაბიჭვარი, იცის, რო ჩემთან იქნება და… ბოლოს ვეღარ მოითმინა და იკითხა, სად არიო, რავი, სადაც გაუშვით, იქ იქნება-მეთქი, რო მოვა შემოვიდესო და გაიძურწა. ნინჩო მოვიდა, მინდოდა გამეტრაკებინა, მარა ისეთია ეს დედაარღნიანი! შეილება მიყვარს კიდეც. თან თავხედია, დებილი ირინა წამოაგდო სამონტაჟოდან, მძრეველ ჩორტიკასთან გააგდო და დამიჯდა… აუ, ისეთი ტრაკი და ძუძუ აქ და თვალები და ღიმილი… და ხმა კიდე. შეფმა გიკითხა- მეთქი, აუუ, ტვინს მომიტყნავს ეხლა ეგ სირიო და გავიდა. ისევ დებილი ირინა დაბრუნდა, მაგას ის ერთი საათი არ გამოუშვებს და მიდი რა, დამიმთავრეო. ამასთან დამთავრება რა ძნელი იქნება. ის ძაღლი როა… დობერმანპინჩერი,- უზნეო დობერმანპინჩერს გავს, პატრონსაც რო მობეზრებია და არ აჭმევს. ოღონდ მართლა დებილია, აჰა, აი, რა დაწერა რევოლუციაზე: “საქართველო მიმდინარე პერიპეტიების განვითარების წინაშეაო, რევოლუციის ნიშანდობლივი საშიშროებითო…“- მეზარება რო ვუთხრა, რო სირობაა, მოსტყვნია დედა! სამი კადრი მივამონტაჟე და მობრუნდა ნინჩო, კვდება სიცილით, მაგრა ვუნდივარ მარა იმ „სტერვა“ ცოლმა მოუსწროო, ჯერ მითხრა, ეხლა გადატრიალება მოხდებაო და პირველი სიუჟეტი შენი უნდა გავიდესო, პარლამანტში შევარდება ეს ცოფიანი, ის ბებერი ხრონწი კიდე, გაიქცევა და ამაზე, ეგრევე უნდა იდოს სიუჟეტიო, შენი იმედი მაქვს და მერე ცალკე უფრო სერიოზულად დავილაპარაკოთ, ჩემო სიცოცხლეო და ცოლიც მოვიდაო. რო ჩამაფრინდა მაჯაში, არ გაუშვია, ფუ, რა სლიკინაა ეს სირი, თან სუ ძუძუზე მიყურებდაო… სირი ეძახე შენ და ყველაფერი მართლა წინასწარ იცის მგონიო. მე ვეუბნები, შემოგხედავს აბა რა იქნება, თუ ესე გქონდა თავები ამდგარი, ლიფი გაიკეთე-მეთქი… გავარტყი მაგათ რევოლუციასთქო. მიდი რა, თუ ეგრე ევასები შე ჩემა, ტრაკი გაუქნიე და ჩემთვის ხელფასი მოამატებინეთქო. დეგენერატი ხარო და თან მარტო შენთან მიდგება ძუძუს თავებიო და წავიდა. ხო იაფერისტა, მარა მაინც გამისწორდა.

ტონა კასეტები ამოიტანა. ერთი საათი ვიდეოებს ვყრიდი კომპიუტერში. ვზივარ, ვუყურებ ამ პოლიტიკოსებს, ვუყურებ და რა ნაძირლები არიან ეეე?! იქვე, ტელევიზორი მქონდა ჩართული და ეს დედამოტყნულები ერთი თვის წინ სხვა რამეს ლაპარაკობენ, ეხლა სხვა რამეს. თენგიზა შემოვიდა, კაი გავაძრე, მოწევო?- მშიამეთქი, დამავიწყდა საჭმლის ფული გამომერთვა ნინჩოსთვის. ჰოდა, მოწიე, გაგეხსნება და ჩახეთქე მერე, მაგრა შეგერგებაო. უჭმელზე მოვწიე, ისეთი გამეხსნა, ჩემი გერი ხო დამავიწყდა, ბანკიც აღარ მახსოვდა და ის დაკუნთული კრედიტოფიცერიც, დასახიჩრებას რო დავპირდი. ჭკუაზე არ ვიყავი და ნინჩოც მოვიდა, ჰამბურგერი და ყავა მოიტანა. დაბოლდი შე ჩემა, ხო არ გამოყლევდიო,- მითხრა, სამუშაო გვაქვსო. გაყო ოთახიდან ხელი, კუტუსავით დაანახა ყველას შუათითი და შიგნიდან ჩაკეტა, მნიშვნელოვან სიუჟეტს ვამონტაჟებ და არ შემაწუხოთო. მგონი ამასაც ვუყვარვარ, ნაღდათ ვუყვარვარ. თუ კიდე გაქ, ერთი ნაფაზი დამარტყმეინე და დავიწყოთ მონტაჟიო… თან ვილუკმებით, თან ტელევიზორში მიზიზინებს რევოლუცია, ისეთი ამბები ხდება,- მტერს. მართლა კაი მოსაწევი უშოვია, დილას რას მერჩოდა ის ჩემისა, თენგიზა. დაბოლილდასირებულებ-ყბაჩამოვარდნილები ვუყურებთ ტელევიზორს. ბიჭო, იმ გამოყლეებულმა, მგონი, მართალი მითხრა რევოლუციაზეო და დამიზასა ნინჩომ, მე კიდე ჰამბურგერის ხახვი მქონდა გაჩრილი პირში, ძლივს მოვასწარი გადაყლაპვა, დაბოლილზე მაგარი გამომშრალი აქ ტუჩები და ენა, კინაღამ მივეწებეთ ერთმანეთს. ხელების ფათური დავუწყე, დაბოლილზე მაგარია-მეთქი გათავება. ხო არ გაგიჟდი, ვერ მოვასწრებთო. ერთი იმის და ამათი დედაც მოვტყან, მოდი ჩემთან-მეთქი. არაო,- თუ არ უნდა, ტანკით ვერ გააკეთებინებ. ჩაწერა სიუჟეტის ხმა. სუ ორ-ორად მესმის სიტყვები. იმას კიდე, პირი რო აქ გამშრალი, ძლივს ლუღლუღებს. სასწრაფოდ უნდა დამიმონტაჟოო. დავიწყეთ მონტაჟი, ტელევიზორში ყველა ერთმანეთს აწვება. მიდის დაგა-დუგი. ნახე, რა ხდებაო, წამოდგა, მაგიდას დაეყრდნო, ეკრანშია შემძვრალი, ტრაკი მომიშვირა. ვერ გავძელი,- აუ, დამაცადე, ნახე რა ხდება, უნდა მოვასწრო, მართლა შედის, შეხედეო. ეს ვარდები რა არი მეთქი? ვარდების რევოლუცია, შე გოიმო, ამდენი არ უნდა მოგეწიაო. რა-მეთქი? წადი თქვენი ტელევიზორიც, თქვენი რევოლუციაც, ახალი ცხოვრებაც და ზემოდან თავისუფლებაც-მეთქი და… მოვიგდე ხელებში. დამაცადე, ნახე, შედის უკვეო. შედის, გაჩვენებ ეხლა-მეთქი… უკვე ცივა, გოგო, ესეთი თხელი და წვრილი რატო გაცვია, გაგიცივდება-თქო… არაა, ძაან მაგარი მოსაწევი იყო,- აუ რაას შვებიო და გაყუჩდა, მერე თავისთვის ჩაიბურდღუნა, მოვა ვინმე… სიუჟეტი უნდა გვქონდესო… ოღონდ ეწელება სიტყვები,- შედის, ბიჭო, შეხედე, შედისო, …აბა რაა, შედისმეთქი… შორიდან მესმის „გადადექიი“- გაკივიან… აუუუჰ, შევიდა უკვეო,… აუუუჰ, ხოოოთქო … გადადექიიი, შევიდააა… ურტყამენ ერთმანეთს, ერთი შევიდა, მეორე გაიქცა… დამთავრდაა? ჯერ არა, ეხლააა, ეხლააა, ეხლააა… დავეხეთქეთ ორივე პირდაპირ იატაკზე დაწყვეტილები. ძლივს ვსუნთქავთ. გონზე ნელ-ნელა მოვდივართ… და უცებ კარზე რახარუხი, ნინჩოოო, – იძახიან…- შევიდა და სიუჟეტი სად არი, ნინჩოო?!?!?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10