წინასაარჩევნო მონიტორინგი

წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED). ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი და მოვლენები. ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება. ამ კუთხით გამოიკვეთა მმართველი პარტია, „პატრიოტთა ალიანსი“ და „თავისუფალი საქართველო“. აღნიშნულს პოლიტიკური პარტიების მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.