არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეუთო/ოდირის დასკვნა შეაფასეს. პრესკონფერენცია გამართეს „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ. მათი შეფასებით, ეუთო/ოდირის შემაჯამებელი ანგარიში იმაზე უფრო მკაცრია, ვიდრე იყო შუალედური ანგარიში და მასში წერია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი.