ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მოლოდინში

კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ პრემიერმა ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მოლოდინთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ამას იმსახურებს. მთავრობის მეთაურმა ევროპაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზეც გაამახვილა ყურადღება. მოლოდინებთან დაკავშირებით ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც.