ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას პროცესი გაიმართა. „სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს გამოძიება სასამართლოს შეურაცხყოფას ედავება. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, სადაც კუპრავა სამართალდამცავთა მოთხოვნას არ დაემორჩილა და მათ  შორის მოხდა დაპირისპირება.

კუპრავა ამბობს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.

საქმის განხილვა 10 სექტემბერს გაიმართება, მხარეები წარდგენილ შუამდგომლობებზე იმსჯელებენ