ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია ტარდება
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია იმართება. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა დღეს პეტიციაზე ხელმოწერა დაიწყეს, რომელითაც საქმის ბოლომდე გამოძიებას ითხოვენ.
დოკუმენტს სამომავლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელს დაურთავენ თან, რომელზე მუშაობაც ცოტნე გამსახურდიას თქმით, უკვე დაწყებულია. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება.
2018 წლის 31 დეკემბერს კი, კახა კუკავას განცხადებით, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა იწურება, შესაბამისად, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს.