ზვიად გამსახურდიას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. თარიღთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად პირველი პრეზიდენტის ბიუსტები, ზუგდიდში, დარჩელსა და ჯიხაშკარში გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე სიმბოლურად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.