ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

ზვიად გამსახურდიას ოჯახმა, პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების მისაღებად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გამსახურდიების უფლებადამცველის განმარტებით, 2010 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტი გასაუქმებელია, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.  ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ზვიად გამსახურდიას შვილები, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები, უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას.

მათი განცხადებით, პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს.