„გვახსოვს 7 ნოემბერი, არა ნაცებს“, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გაიმართა აქცია ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან.
აქციაზე მისულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გააპროტესტეს 2007 წელს თბილისში განვითარებული მოვლენები. მათი თქმით, საზოგადოებამ წლების წინ უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათი მმართველობა არ უნდა დაბრუნდეს.