1991 წლის 31 მარტი - უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში და რეფერენდუმით გადაწყვეტილი ქვეყნის მომავალი

გარდამტეხი თარიღი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1991 წლის 31 მარტს,  საქართველოს მოსახლეობამ  ქვეყნის მომავალი რეფერენდუმით გადაწყვიტა. ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ  მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა.

სწორედ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.  რეფერენდუმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა.

ზვიად გამსახურდია, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის მთავარ შემოქმედათ ითვლება, დღეს 79 წლის გახდებოდა. რეფერენდუმის ჩატარებიდან კი 27 წელი გავიდა.

ეკა კოპალიანის სიუჟეტი.