ზვიად გამსახურდიას შვილები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ

ორი დღეა, ზვიად გამსახურდიას შვილები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ. ისინი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საქმის ხანდაზმულობის გაზრდასა და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.

კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ პროკურატურის წარმომადგენელს მხოლოდ კამერების თანდასწრებით შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ უწყება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, გამსახურდიები სამშაბათიდან აქციებს აანონსებენ.