დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით ზვიად დევდარიანმა მიმართა. სარჩელის მიხედვით, მოპასუხეა 12 ადამიანი, მათ დევდარიანი ღირსებისა და პატივის შელახვაში ადანაშაულებს. მოპასუხეებს შორის არის ის 4 პირი, რომლებმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს, ასევე ბაია პატარაია და თამარ ჩერგოლეიშვილი.