ზვიად დევდარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით ზვიად დევდარიანმა მიმართა. სარჩელის მიხედვით, მოპასუხეა 12 ადამიანი, მათ დევდარიანი ღირსებისა და პატივის შელახვაში ადანაშაულებს. მოპასუხეებს შორის არის ის 4 პირი, რომლებმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს, ასევე ბაია პატარაია და თამარ ჩერგოლეიშვილი.