„არა ფემიციდს!“ - აქცია თბილისში

„თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა“ – ამ სლოგანით თბილისში აქცია გაიმართა. ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლაზე ისმოდა მოთხოვნები კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, საქართველოში ქალს სექსუალური ძალადობისგან კანონი სათანადოდ ვერ იცავს.

აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. მონაწილეებმა მოგვიანებით მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.