ზურაბ სოტკილავას ხსოვნის საღამო

ოპერის და ბალეტის თეატრში ცნობილ ქართველ საოპერო შემსრულებელს გაიხსენებენ.

სხვადასხვა თაობის მომღერლები ზურაბ სოტკილავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოსთვის ემზადებიან. პროგრამა მრავალფეროვანია და ის ცნობილი ოპერებიდან ტენორის შესრულებით რამდენიმე ფრაგმენტსაც მოიცავს. არაერთი საერთაშორისო აღიარების და ჯილდოს მფლობელმა ცნობილმა საოპერო მომღერალმა კარიერა სწორედ ოპერის თეატრიდან დაიწყო. 52-წლიანი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე მან არაერთი დაუვიწყარი პარტია და არია შექმნა.