ჯაკომო პუჩინის „ბოჰემას“ პრემიერა ოპერაში

საოპერო მომღერლების ახალი თაობა ოპერის და ბალეტის თეატრის სცენაზე.

ახალგაზრდა შემსრულებლები ჯაკომო პუჩინის ცნობილ საოპერო დადგმას, „ბოჰემას“ წარმოადგენენ. 16 დეკემბრიდან ქართულ სცენაზე პარიზის ლათინურ კვარტალში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანების ცხოვრება და ისტორია გაცოცხლდება.

ოპერა, რომლის პრემიერაც პირველად 1896 წელს ტურინში შედგა, თბილისში ორი წლის შემდეგ დადგეს. სოლისტთა ნაწილი ოპერის დიდ სცენაზე წელს პირველად გამოვა.

ბოჰემას“ საპრემიერო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.