თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერლის, ზურაბ ანჯაფარიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ზურაბ ანჯაფარიძე გაიხსენეს მისმა კოლეგებმა – ელდარ გეწაძემ, ლიანა კალმახელიძემ, თეიმურაზ გუგუშვილმა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ცნობილი საოპერო მომღერლები ლადო ათანელი, გია ონიანი.
ოპერის თეატრის ფოიეში ზურაბ ანჯაფარიძის ნიშა გაიხსნა, სადაც მომღერლის პირადი ნივთები განთავსდა. ზურაბ ანჯაფარიძემ ოთხი ათეული წლის განმავლობაში საოპერო თეატრის სცენაზე არაერთი მთავარი საოპერო პარტია შეასრულა.