მოძრაობა „ქვეყნის სამსახურის“ ერთ-ერთი ლიდერი მთავარ პროკურორს მიმართავს.
ზურა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. საქმე ეხება მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ინციდენტს, რომლის დროსაც სამოქალაქო აქტივისტებსა და პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა.
ზურა ბერძენიშვილის ინტერესებს ადვოკატი ბექა ბასილაია იცავს.