ზურა ბერძენიშვილი პროკურორს მიმართავს

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურის“ ერთ-ერთი ლიდერი მთავარ პროკურორს მიმართავს.

ზურა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. საქმე ეხება მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ინციდენტს, რომლის დროსაც სამოქალაქო აქტივისტებსა და პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა.

ზურა ბერძენიშვილის ინტერესებს ადვოკატი ბექა ბასილაია იცავს.