ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში პეტრიაშვილების საცხოვრებელი სახლი იწვის.
სახლი ორსართულიანია და ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია ახმეტისა და თელავის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. როგორც ახმეტის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ზურაბ მაისურაძემ განაცხადა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.