აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკაში აცხადებენ, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ერთი პაციენტი გუშინ გაწერეს, კიდევ ერთი მოქალაქე, შუახნის ქალი, რომელიც აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა, გუშინვე გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც ცნობილია, სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია. აფეთქების შემდეგ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა სართულებზეც გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ორი დღის წინ კორპუსს გეგმური სამუშაოების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა.