ზემო ხოდაშენში პეტრიაშვილების საცხოვრებელი სახლი იწვის

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში პეტრიაშვილების საცხოვრებელი სახლი იწვის.

სახლი ორსართულიანია და ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია ახმეტისა და თელავის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. როგორც ახმეტის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ზურაბ მაისურაძემ განაცხადა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.