ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. საუბარია 51.5 კილომეტრიან მონაკვეთზე. გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით. საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ახალი გზით მგზავრობას 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება. ახალი მონაკვეთის გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.