„ორშაბათის ღამის სიზმარი“ – საიუბილეო თარიღს ზაზა მარჯანიშვილი შემოქმედებითი საღამოთი აღნიშნავს.
რუსთაველის თეატრში კომპოზიტორი ახალ ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში ცნობილი ხელოვანები მონაწილეობენ. მუსიკის, მხატვრობის, კინოს და ქორეოგრაფიის სინთეზი – ასეთი იქნება საღამო.
მაყურებლის წინაშე მუსიკოსის არაერთი მეგობარი და ასევე ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარდგებიან. წარმოადგენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით რუსთაველის თეატრში 24 იანვარს გაიმართება.