იოსებ კეჭაყმაძის საიუბილეო საღამო

ოპერისა და ბალეტის თეატრში კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. კონცერტში მონაწილე საგუნდო კოლექტივებმა კომპოზიტორის სხვადასხვა ნაწარმოებები შეასრულეს. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელიც საღამოს წამყვანი იყო, მაყურებელს კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტი უამბო. წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც კომპოზიტორის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე ქუთაისის კამერულ გუნდს, სახელმწიფოს ინიციატივითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.