„ორშაბათის ღამის სიზმარი“

„ორშაბათის ღამის სიზმარი“ – რუსთაველის ეროვნულ თეატრში ზაზა მარჯანიშვილის საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართა. მაყურებელმა სიტყვის, მუსიკის, კინემატოგრაფის, ვიდეოარტისა და ქორეოგრაფიის სინთეზი იხილა. ზაზა მარჯანიშვილი საქართველოსა და აშშ-ში მოღვაწე კომპოზიტორი და პროდიუსერია. 1997 წლიდან არის ამერიკის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 30-ზე მეტი მხატვრული ფილმის, სერიალების, ტრეილერების, შემეცნებით-დოკუმენტური ფილმების, სპექტაკლების, ბალეტისა და ორი ოპერის ავტორი, რომლებიც დღესაც იდგმება ევროპასა და აშშ-ში.