ზაზა დარასელის სახელობის მედიატურნირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა
ზაზა დარასელის სახელობის მედიატურნირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირის ფინალში საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი ტელეკომპანია „იმედთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო კი ფრედ 3:3 დასრულდა.
ზაზა დარასელის სახელობის ყოველწლიური მედიატურნირი წელს მეთვრამეტედ ჩატარდა.