შვიდი ნოემბრის საქმე

7 ნოემბერს, აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია, რომლის ნაწილიც დაცვის მხარემ სადაო გახადა. საუბარია 2014 წლის საია-ს დასკვნაზე, რომელიც ეხება ტელეკომპანია იმედისთვის მიყენებული ზარალის აღწერასა და მის ანაზღაურებას. პროკურატურა  მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.