ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კომპანია „თელასს“ ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ „თელასის“ ცენტრალური სადისპეტჩერო დაათვალიერა, სადაც მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სისტემის დანერგვა 2024 წლისთვის დასრულდება. „თელასში“ სტუმრობისას მინისტრის მოადგილე კომპანიის წლის საუკეთესო თანამშრომლებსაც შეხვდა.