ელექტროენერგიის მიმწოდებელი ახალი კომპანიები

დღეიდან, პირველი ივლისისდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ ელექტროენერგიის მომწოდებლები აღარ იქნებიან და მოსახლეობას, ასევე მცირე საწარმოებს, დენს ახალი კომპანიები მიაწვდიან. „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ გააგრძელებენ მომსახურებას უშუალოდ ელექტროენერგიის ტრანსპორტირებაზე, მრიცხველების წაკითხვასა და სხვა მსგავს მომსახურებაზე, უშუალოდ პროდუქტის გაყიდვაზე კი, პასუხისმგებელი თბილისში კომპანია „თელმიკო“, დანარჩენ რეგიონებში კი „ეფ ჯორჯიას“ მიწოდება იქნება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფები კომისიის მიერაა დადგენილი და არ შეიცვალა. რეფორმის მიზანია, რომ ენერგეტიკის ბაზარზე ახალი მიმწოდებლები გაჩნდეს და მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს, რომელი მომწოდებლისგან შეისყიდოს ელექტროენერგია.

მოამბე

დატოვე კომენტარი