ზამთრის კურორტებზე კვლავ წყლის მიწოდების პრობლემაა. გუდაურში მდებარე „რედკოს“ კომპლექსი, სადაც 3 ათასამდე ნომერია განთავსებული, უკვე მე-3 დღეა, უწყლოდაა დარჩენილი. შეფერხების მიზეზად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ავარიას ასახელებენ და აცხადებენ, რომ პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება.
რაც შეეხება ბაკურიანს, კომპანიის ინფორმაციით, წყლით მომარაგების პრობლემა კურორტის დიდ ნაწილს უკვე მოუგვარდა. რამდენიმე ქუჩაზე კი, სასტუმროების რეზერვუარების შევსება იგეგმება.