ნატოს სამიტიდან მეორე დღეს ოფიციალური მოსკოვი ისევ იმუქრება.
ლავროვის უწყების პრეს-სპიკერის მწვავე ტონი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას ეხება. მარია ზახაროვა კრემლის ნაცნობ რიტორიკას იმეორებს და ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციაში შესვლის შემთხვევაში მოსკოვი რეაგირებას აუცილებლად მოახდენს და ეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს გუშინდელ სამიტზე რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის პირადი არჩევანია და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა.