ნატოს სამიტი და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა

ვილნიუსის სამიტის საბოლოო კომუნიკეში საქართველოს შესახებ ფორმულირებები პოლიტიკური ვნებათაღელვის თემა ხდება.

ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაზე ჩანაწერებს რეგრესად აფასებს. ოპონენტები მმართველ გუნდს პასიურობაში ადანაშაულებენ და ნატოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის ნაკლებად აქტუალობაზე მიუთითებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ უკრაინისგან გასხვავებით, „მაპის“ გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მოსაპოვებლად არაფერი გააკეთა. აქცენტი კეთდება კომუნიკეს იმ ნაწილზეც, სადაც ნატო საქართველოს საკვანძო რეფორმებში პროგრესისკენ მოუწოდებს. კრიტიკას არ იღებს მმართველი პარტია, თუმცა არ უარყოფს, რომ საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში სტატუს-კვო უცვლელად, წევრობის ვადები კი კვლავ გაურკვეველი დარჩა. ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინისთვის წაყენებული პირობები „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის მიმართ ნატოს პრაგმატული პოლიტიკის გამოვლინებად ფასდება.