სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტის, უსაფრთხოების სკოლის მეოთხე სეზონი დასრულდა. პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 20-მა სტუდენტმა მიიღო. ორი კვირის განმავლობაში მოზარდებმა ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
მონაწილეებმა ისწავლეს საფრთხის შეფასება და გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი. უსაფრთხოების სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია და მისი მიზანი ახალგაზრდებში უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა.