სუს-ის ანგარიში - კითხვა-პასუხი დახურულ რეჟიმში გრძელდება 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში დახურულ რეჟიმში გრძელდება. მანამდე კი სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ღია რეჟიმში, სუს-ის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატებს 2017 წლის ანგარიში წაუკითხა, სადაც მთავარი აქცენტი ოკუპაციაზე, ე.წ. ჰიბრიდულ ომზე, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გააქტიურებაზე, კორუფციასა და ტერორიზმზე კეთდება.

კითხვა-პასუხის რეჟიმის საჯაროდ გაგრძელების თხოვნით, კომიტეტების თავმჯდომარეებს ოპოზიციის წევრებმა მიმართეს, თუმცა, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გურამ როგავა დეტალებით.

დატოვე კომენტარი