ადვოკატი თემურ გორგაძეს ე.წ. მოდულის შენობაში შეხვდა

თემურ გორგაძეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ბრალს დღეს წაუყენებენ. მის ადვოკატს კი საქმის მასალები გადაეცემა.

გიორგი ქუმსიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ღამით  ე.წ. მოდულის შენობაში შეხვდა. უფლებადამცველის განცხადებით, ქრთამის აღებისთვის დაკავებული კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძოლას არ აღიარებს და სიმართლის დადგენისთვის იბრძოლებს.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, თემურ გორგაძე გუშინ დააკავეს.  სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით 7000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.