ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ლომისობასთან დაკავშირებით კონტროლს ამკაცრებს

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი კონტროლს ამკაცრებს. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა. საოკუპაციო ძალები, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათი დაკავებით იმუქრებიან.

რა ვითარებაა ადგილზე და როგორ ხვდება მოსახლეობა დე ფაქტო რეჟიმის მუქარას – კირბალიდან ნინო ფისაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.