„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ყიდულობს.
საფასური 40 მილიონი დოლარია. ყაზახ ინვესტორებს ძმები ბეჟუაშვილების კომპანია ანაცვლებს. მხარეებს შორის პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია. საუბარია 100 % წილის გამოსყიდვაზე.
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის გარშემო გაურკვევლობა წლებია გრძელდება. მას ამ დროისთვის სემეკის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი მართავს. ყაზახურმა მხარემ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაც წამოიწყო. პროცესის დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.