ყაზანის სკოლაში თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ყაზანის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები და მასწავლებლები. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 32 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 19 წლის პირია დაკავებული. რუსული მედია კი იუწყება, რომ ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მეორე კი პოლიციამ აიყვანა. ის ამავე სკოლის მოსწავლეა. სროლიდან მალევე, შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს იარაღის ტარება-შენახვის შესახებ კანონის გადახედვის დავალება  უკვე მისცა.

მოამბე