ყაზახეთი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
მასობრივი არეულობის და ანტისამთავრობო აქციების ფონზე ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ძალები გადაისროლეს. მოსკოვთან ერთად ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარე სომხეთმა, ასევე წევრმა ქვეყნებმა – ბელარუსმა და ტაჯიკეთმა. უცხო ქვეყნებიდან შესული სამხედროები ახლა ძალოვან უწყებებს და სამთავრობო შენობებს იცავენ. ყაზახეთის პირველი პირი, ისევ როგორც კრემლი, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მიღმა გარე ძალების ჩართულობის და შეთქმულების კვალს ხედავს. ყაზახეთის მიმართ ინტერესს არაერთი ქვეყანა იჩენს, თუმცა მათ შორის გამორჩეულია მოსაზღვრე რუსეთი. რუსეთის პირველი პირების და მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ გახშირებულ გზავნილები ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას ეხება. რუსული ჯარების შესვლის შემდეგ ქვეყანაში მღელვარების ზრდას და ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.