საპროტესტო აქცია ირანში

დაპირისპირება ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ. დასავლური მედია წერს, რომ შარიფის უნივერსიტეტი ათეულობით პოლიციელით არის გარშემორტყმული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების კამპუსიდან განდევნის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ათეული სტუდენტი. საპროტესტო დემონსტრაციები თეირანის გარდა, ასევე გაიმართა რამდენიმე ქალაქში. ბოლო ორი კვირის გამავლობაში ანტისამთავრობო აქციების მიმდინარეობისას 133 ადამიანი დაიღუპა.