ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ტაძარი, რომელიც დაჭაობებულ წყალში დგას. მე-15-ე-მე-16-ე საუკუნეებით დათარიღებული ყარაჯაანთ საყდარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, დასახლებული პუნქტიდან 6 კილომეტრში, ორი მდინარის, ალაზნისა და ავანისხევის შესართავთან მდებარეობს.
გრუნტის წყლების გამო, 30 წელია, გარშემო ტერიტორია დაჭაობებული წყლითაა დაფარული, რის გამოც ტაძარში შესვლა, მხოლოდ გვალვიანი ზაფხულის დღეებშია შესაძლებელი.
რა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლის გადასარჩენად და როდის გათავისუფლდება საყდრის ტერიტორია ჭაობისგან – დეტალები ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტში.