წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელზეც პოლიციელია დაკავებული, მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. ამჯერად გამოიკითხა პოლიციის უფროსი და ბრალდებულის მეწყვილე. რატომ არ გადავიდა ის ავტომანქანიდან საკუთარ მეწყვილესთან ერთად, რატომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე საათნახევრის განმავლობაში და იცნობდა თუ არა მოკლული ზურაბ გველესიანი პოლიციელ ერიკ წურწუმიას, – ამ შეკითხვებზე გასცა პასუხი მოწმემ.