წმინდა სინოდი ე.წ. ციანიდის საქმეზე
ე.წ. ციანიდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ეხმაურება.
ბოდბელი ეპისკოპოს იაკობის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია და დეკანოზ მამალაძეს დამნაშავედ მიიჩნევს.
ქორეპისკოპოს იაკობის აზრით, დეკანოზის თაობაზე ასეთივე აზრის არის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
მღვდელმთავრების ნაწილი კი ამბობს , რომ სასამართლომ ბოლომდე უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ხუთთვიანი განხილვის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა.