პარლამენტმა მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა

ოპოზიციის პროტესტის მიზეზი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი ახალი კანდიდატის დამტკიცება.

გენადი მაკარიძე, თეა ძიმისტარიშვილი, ნინო სანდოძე და თამარ ოქროპირიძე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გამწესდნენ. დავის საგნად რჩება, იყო თუ არა შერჩევის პროცესი გამჭვირვალე. კანდიდატებმა ოპოზიციიდან ვერც ერთი ხმა მიიღეს, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პროტესტის ნიშნად დარბაზი საერთოდ დატოვეს. ხელისუფლების ოპონენტები იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმირებამდე მოსამართლეების შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებენ, ოპოზიციის ნაწილი იმ რეზონანსულ საქმეებზეც მიუთითებს, რომელთა გამო დღეს დამტკიცებული ცალკეული კანდიდატების მიმართ არაერთი კითხვა და პრეტენზია აქვთ. კანდიდატების შერჩევა-განხილვის პროცესის ყველა ეტაპს გამჭვირვალედ აცხადებს მმართველი გუნდი და ოპონენტებს საკითხის მიზანმიმართულ პოლიტიზირებაში სდებს ბრალს.

დატოვე კომენტარი