საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ღვთის მსახურება ტარდება თბილისის ეკლესიებში. საზეიმო მსახურებას სიონში კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე აღავლენს. წირვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სიონში წმინდა ნინოს ჯვარს გამოაბრძანებენ. მთელი დღის განმავლობაში მრევლს საშუალება ექნება, სიწმინდეს ემთხვიოს. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ორჯერ აღვნიშნავთ. პირველ ივნისს – მისი საქართველოში შემობრძანების დღეს და 27 იანვარს წმინდანის გარდაცვალების დღეს.