წითელათი ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი - სპეციალისტების რეკომენდაცია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო, ევროპის მასშტაბით, იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ წელს, საქართველოში წითელათი ინფიცირების 1300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ვითარების გამოსწორების მიზნით, ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა ბავშვებისა და ორსულთა იმუნიზაცია.
ცენტრის სპეციალისტების ინფორმაციით, იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია 20-დან 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. ამიტომ სახელმწიფო მათთვის აცრებს სრულად აფინანსებს.